вторник, 2 апреля 2013 г.

IV ტრენინგ-დღე


 IV ტრენინგ-დღე ბევრად ნაყოფიერი და ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ტრენინგ-დღის დასაწყისში გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. შემდეგ მცირე ჯგუფებში გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების პრინციპები, კონკრეტული პროექტისათვის განვავითარეთ იდეები ყველა ტიპის მოსწავლის მხარდასაჭერად და სასწავლო დამხმარე მასალის შემუშავებისათვის. შევქმენით სასწავლო-ელექტრონული რესურსები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, არაქართულენოენოვანი მოსწავლეებისა (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური) და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის. შესრულებულ სამუშაოს პრეზენტაციის შემდეგ გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. გადავედით პროექტის შეფასების საკითხებზე. დეტალურად განვიხილეთ განმავითარებელი შეფასება, აქცენტები გავაკეთეთ ლევ ვიგოდსკის თეორიის მიხედვით მოსწავლის განვითარების ზონებზე; განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები.
შემდეგ ვისაუბრეთ ბლოგზე კომენტარების საკითხზე. საპრეზენტაციო მასალაში აქცენტი გავაკეთეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და განათლების ტრანსფორმაციაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ 1:1 სწავლება ორიენტირებულია ის ტექნოლოგიებზე. გავეცანით prezi.com  - ინტერნეტ-პროგრამას და პრეზენტაციის მომზადების რამდენიმე აქტივობაც შევასრულეთ.
სასწავლო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ პროექტის ვადებზე, რესურსებზე და მენეჯმენტზე; გამოვყავით საკითხი - პროგრამული უზრუნველყოფა; ვუპასუხეთ შეკითხვას, თუ რა რესურსები მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.
ვისაუბრეთ პროექტის დასრულების საკითხებზე და კიდევ ერთხელ განვიხილეთ სრულყოფილი პროექტის შემადგენელი ნაწილები / ჩამონათვალი.
განვიხილეთ საკითხი, თუ რა სახითაა შესაძლებელი ჩვენი პროექტის დემონსტრაცია. აქცენტი გავაკეთეთ როტაციის პრინციპზე.
შემდეგ კი, დეტალურად შევეხეთ შესრულებული დავალებების საქაღალდეში ჩაწყობის და მისი შემოწმების საკითხებს. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და უკუკავშირის ფორმის ნიმუში.
ამით დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა.

ახლა კი ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა თავად პროგრამის შესახებ. მშვენიერი პროგრამაა. მოიცავს სასწავლო მასალას სასკოლო საფეხურების მიხედვით, უამრავი საჭირო ტექსტებით, გამდიდრებული ცხრილებით, დიაგრამებით, სქემებით . . . აქვს ენის არჩევის საშუალება  და მოკლედ, სასწავლო პროექტით დაინტერესებულ მასწავლებელს, აღნიშნული პროგრამის გამოყენების პირობებში, შემოქმედებითი მუშაობის ძალიან კარგი საშუალება ექნება.

воскресенье, 31 марта 2013 г.

III ტრენინგ-დღე

           III ტრენინგ-დღე კიდევ უფრო  შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა. სატრენინგო მასალიდან ერთ-ერთი პროექტის მაგალითზე განვიხილეთ სასწავლო პროცედურები; განვსაზღვრეთ დავალებები, თითოეული დავალებისათვის აღვწერეთ მოქმედებები და განვსაზღვრეთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მიიღეს მოსწავლეებმა  დავალებების შესრულების შედეგად. შემდეგ, ჯგუფებში, ჩვენი პროექტისთვის  მოვამზდეთ სასწავლო პროცედურები. ვიმუშავეთ ასევე პროექტის ფარგლბში შესაქმნელ პროდუქტზე, ჩვენს შემთხვევაში, მოვამზადეთ კედლის გაზეთი.
ჯგუფებში მოვამზადეთ  პროდუქტის შეფასება. ვიმუშავეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილზე, განვიხილეთ შეფასების რეზიუმე „კონკიას“ მაგალითზე; მის მიხედვით დავწერეთ ჩვენი პროექტისთვის შეფასების რეზიუმე, რომელიც ეყრდნობა დროში გაწერილ შეფასების გეგმას.
ტრენინგ-დღემ ჩაიარა ძალიან შინაარსიანად. ჯგუფის წევრები აქტიურად ვიყავით ჩართული ტრენინგ-დღის აქტივობებში.

суббота, 30 марта 2013 г.

მოდული 2 რეფლექსია

ტრენინგ-კურსის II დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი. გავეცანით ტრენინგის II მოდულს და ფაქტობრივად, ამ დღეს  დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. მცირე ჯგუფში განვსაზღვრეთ პროექტის თემა. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომლის მიღწევაც გვსურს. განსაზღვრულ შედეგებზე დაყრდნობით დაისახეთ სასწავლო მიზნები. დავსვით წერისთვის მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვების დასაწერად განვსაზღვრეთ ფართო მნიშვნელობის იდეების გამომხატველი სიტყვები, მნიშვნელოვან ცნებებ და შესაბამისად, გამოვკვეთეთ მიმართულები, განვსაზღვრეთ შეფასების სტრატეგიები; გავიხსენეთ შეფასების სახეები, ფორმები და მეთოდები. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის გრაფიკული ორგანიზატორები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, პროექტზე მომუშავე მცირე ჯგუფში შევადგენთ შეფასების დროში გაწერილი გეგმის მონახაზი და განსაზღვრეთ შეფასების ფორმებ. გავეცანით ასევე მნიშვნელოვან საკითს - შეფასების რუბრიკებს (მის ფორმებს). სწორედ, შეფასების რუბრიკებით უნდა შეაფას მოსწავლეთა წინარე ცოდნა და გაზომ მოსწავლეთა საჭიროებებ.
ამავე დღეს განვიხილეთ ტრენინგ-კურსის III მოდულ. გაეცსაკუთრების უფლების დაცვის საკითხებს, გავაცნობიერეთ საავტორო უფლებები. ჩვენი პროექტისთვის შერჩეული საკვანძო სიტყვების მიხედვით მოვიძიეთ ინტერნეტრესურსები, გავითვალისწინეთ ინტერნეტრესურსების სანდოობა. მოძიებული ინტერნეტრესურსებით გავამდიდრეთ ჩვენი პორტფოლიო.
მოკლედ, ძალიან შინაარსიანი და ცოტა დამღლელი ტრენინგია.

მოდული 1 რეფლექსია


ტრენინგ-კურსის I დღე

რამდენადაც ტრენინგ-კურსის I მოდულის გაცნობის პროცესში ჩემთვის საყურადღებო იყო დასმული არსებითი და მოდულის საკვანძო კითხვები, კერძოდ:
არსებითი კითხვა:
1)   როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასებისთვის?
მოდულის საკვანძო კითხვები:
    როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში (ეროვნული სასწავლო გეგემის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში?
    როგორ გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის?

შედეგად, ამ მოდულმა, გარკვეული თვალსაზრისით, დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

ამავე დროს, დიდი ინტერესით ველოდები ტრენინგ-კურსის მომდევნო მოდულების გაცნობას.