IV ტრენინგ-დღე ბევრად ნაყოფიერი და ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ტრენინგ-დღის დასაწყისში
გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. შემდეგ მცირე ჯგუფებში გავაგრძელეთ პროექტზე
მუშაობა. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების პრინციპები, კონკრეტული პროექტისათვის
განვავითარეთ
იდეები ყველა ტიპის მოსწავლის მხარდასაჭერად და სასწავლო დამხმარე მასალის შემუშავებისათვის.
შევქმენით სასწავლო-ელექტრონული რესურსები სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე, არაქართულენოენოვანი მოსწავლეებისა (მოსწავლეები, რომლებისთვის
სწავლების ენა არ არის
მშობლიური) და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის. შესრულებულ სამუშაოს
პრეზენტაციის შემდეგ გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. გადავედით პროექტის
შეფასების საკითხებზე. დეტალურად განვიხილეთ განმავითარებელი შეფასება, აქცენტები გავაკეთეთ
ლევ ვიგოდსკის თეორიის მიხედვით მოსწავლის განვითარების ზონებზე; განვიხილეთ მოსწავლეთა
საჭიროებები.
შემდეგ ვისაუბრეთ ბლოგზე
კომენტარების საკითხზე. საპრეზენტაციო მასალაში აქცენტი გავაკეთეთ 21-ე საუკუნის უნარებზე
და განათლების ტრანსფორმაციაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ 1:1 სწავლება ორიენტირებულია
ის ტექნოლოგიებზე. გავეცანით prezi.com - ინტერნეტ-პროგრამას და პრეზენტაციის მომზადების რამდენიმე აქტივობაც შევასრულეთ.
სასწავლო პროექტის
მომზადებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ პროექტის ვადებზე, რესურსებზე და მენეჯმენტზე;
გამოვყავით საკითხი - პროგრამული უზრუნველყოფა; ვუპასუხეთ შეკითხვას, თუ რა რესურსები
მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.
ვისაუბრეთ პროექტის
დასრულების საკითხებზე და კიდევ ერთხელ განვიხილეთ სრულყოფილი პროექტის შემადგენელი
ნაწილები / ჩამონათვალი.
განვიხილეთ საკითხი,
თუ რა სახითაა შესაძლებელი ჩვენი პროექტის დემონსტრაცია. აქცენტი გავაკეთეთ როტაციის
პრინციპზე.
შემდეგ კი, დეტალურად
შევეხეთ შესრულებული დავალებების საქაღალდეში ჩაწყობის და მისი შემოწმების საკითხებს.
განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და უკუკავშირის ფორმის ნიმუში.
ამით დავასრულეთ სასწავლო
პროექტზე მუშაობა.
ახლა კი ორიოდე სიტყვა
მინდა ვთქვა თავად პროგრამის შესახებ. მშვენიერი პროგრამაა. მოიცავს
სასწავლო მასალას სასკოლო საფეხურების მიხედვით, უამრავი საჭირო ტექსტებით, გამდიდრებული ცხრილებით, დიაგრამებით, სქემებით
. . . აქვს ენის არჩევის საშუალება და მოკლედ,
სასწავლო პროექტით დაინტერესებულ მასწავლებელს, აღნიშნული პროგრამის გამოყენების პირობებში, შემოქმედებითი მუშაობის ძალიან კარგი
საშუალება ექნება.